რუსთავში, ბალანჩივაძის ქუჩაზე აფეთქება მოხდა, არის დაშავებული

რუსთავში, ბალანჩივაძის ქუჩაზე აფეთქება მოხდა, არის დაშავებული

რუსთავში, ბალანჩივაძის ქუჩაზე ჯართის ჩამბარებელ პუნქტში აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. აფეთქების შედეგად 35 წლის მამაკაცმა მძიმე დაზიანებები მიიღო.

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები, საპატრულო პოლიცია.