საფრანგეთის ელჩი აჭარას სტუმრობს

საფრანგეთის ელჩი აჭარას სტუმრობს

აჭარას საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, დიეგო კოლასი სტუმრობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე საფრანგეთის ელჩს შეხვდა და რეგიონის კულტურულ-ისტორიული ღირშესანიშნაობები, მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვნი პროექტები გააცნო. როგორც აჭარის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ აჭარის რეგიონს საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოები კარგად იცნობდნენ.

,,აჭარაში ვმასპინძლობთ ჩვენი მეგობარი ქვეყნის საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოები კარგად იცნობდნენ ჩვენს რეგიონს, მის ტურისტულ პოტენციალს. ვუერთდებით კამპანიას - ,,იმოგზაურე საქართველოსთვის“, რომელიც შიდა ტურიზმის სტიმულირებას ისახავს მიზნად. დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ მაქსიმალურად უსაფრთხოდ წარვმართოთ მიმდინარე ტურისტული სეზონი”, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ საფრანგეთის ელჩთან შეხვედრისას.

ცნობისთვის, საქართველომ ევროპის 5 ქვეყანასთან მათ შორის საფრანგეთთან უპირობოდ გახსნა საზღვები. საფრანგეთის ელჩი გაეცნო კულტურულ და ისტორიულ ღირშესანიშნაობებს აჭარაში, დაათვალიერა ბათუმის ბოტანიკური ბაღი, პეტრას და გონიო-აფსაროსის ციხე, ბათუმის ბულვარი, რომელიც უკავშირდება მე-19 საუკუნის ცნობილი ფრანგი მებაღის მიშელ დალფონსის ბათუმში მოღვაწეობას.

იხილეთ ვიდეო:საფრანგეთის ელჩი აჭარაში იმყოფება