კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევიდან, ერთი რუსთავის „ცხელების ცენტრში“ დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, ერთი რუსთავის „ცხელების ცენტრში“ დაფიქსირდა. ინფიცირებული, სატვირთო ავტომანქანის მძღოლია და ის რუსთავის „ცხელების ცენტრში“ გუშინ მოათავსეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის „ცხელების ცენტრში“ განუცხადეს, ინფიცირებული მამაკაცის საკვლევი მასალა ლაბორატორიაში გუშინ გადაიგზავნა და „კოვიდ 19“- ზე პასუხი დადებითია.
რუსთავის „ცხელების ცენტრში“ 4 პირია მოთავსებული და მათი ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიაში დღეს გადაიგზავნება.

























