ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულ მხოლოდ 2 პაციენტს მკურნალობენ

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირებული მხოლოდ ორი პაციენტი მკურნალობს საავადმყოფოში. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკ აფხაზია“ ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით იუწყება.
მათი ინფორმაციით, ორივე მათგანი მკურნალობის კურსს გუდაუთის საავადმყოფოში გადის.
გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19-ზე ტესტირება 12 ადამიანს ჩაუტარდა და არცერთ მათგანს ვირუსი არ დაუდგინდა.
ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსი სულ 38 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან 35 უკვე გამოჯანმრთელდა, 2 მათგანი საავადმყოფოში მკურნალობს, ერთი კი გარდაიცვალა.

























