თელავის საკრებულოს დეპუტატის მიხეილ გრემელაშვილის საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველები მუშაობდნენ

თელავის საკრებულოს დეპუტატის მიხეილ გრემელაშვილის საცხოვრებელ სახლში რამდენიმე საათის განმავლობაში სამართალდამცველები მუშაობდნენ. შესაბამისი ღონისძიების დროს ადგილზე მივიდა თავად დეპუტატი. როგორც გრემელაშვილი აცხადებს, მის წინააღმდეგ ოპოზიციური ძალების მხრიდან პროვოკაციას აქვს ადგილი.
არსებული ინფორმაციით, თელავის საკრებულოს დეპუტატი და მისი დედა სამართალდამცველებმა საგამოძიებო ორგანოში გადაიყვანეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს.
ცნობისთვის, თელავის საკრებულოს დეპუტატ მიხეილ გრემელაშვილით სამართალდამცველები მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც მისივე ახლობელმა, სოციალურ ქსელში სტატუსი განათავსა, სადაც მიხეილ გრემელაშვილის მიერ საკუთარი შვილების მიმართ ძალადობის თაობაზეა საუბარი.

























