ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ 27 წლის ვახტანგ გულუა მოკლულია და საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ

ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ 27 წლის ვახტანგ გულუა მოკლულია. ისინი დამოუკიდებელი ექსპერტიზის დანიშვნასა და საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ. გარდაცვლილის ნათესავები აცხადებენ, რომ არ სჯერათ იმ ვერსიის, რომ ვახტანგ გულუა, თბილისში, საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა. ბიძაშვილის ირინა გულუას განცხადებით, ცხედარს დაზიანებები აღენიშნება.
"ძალადობის ფაქტები აშკარად ეტყობა კისერზე და ხელზე. გამოძიების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ასულია სახურავზე და ჩამოვარდნილია. ერთ საათში მოსულა სახანძრო და გადარეცხეს კვალი. ჩვენ მოვითხოვთ დამოუკიდებელ ექსპერტიზას და ობიექტურ გამოძიებას. ვფიქრობთ, რომ გაგუდეს, იმიტომ რომ კვალი ემჩნევა ყელზე და ხელებზე", - ამბობს გარდაცვლილის ნათესავი ირინა გულუა.
აღნიშნული შემთხვევა 6 ივლისს, თბილისში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ მოხდა.

























