"წინანდლის მამული" - ხანძრის შედეგად დაიწვა საუნა და მიმდებარე ტერიტორია

"წინანდლის მამულის" ინფორმაციით, სასტუმრო "რედისონში" ხანძრის შედეგად დამწვარია საუნა და მიმდებარე ტერიტორია.
როგორც "წინანდლის მამულის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დამსვენებლებისა და თანამშრომლების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"წინანდლის რადისონში ხანძრის შედეგად დაიწვა საუნა და მიმდებარე ტერიტორია. დამსვენებლები და თანამშრომლები ევაკუირებული არიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სახანძრო სისტემამ გამართულად იმუშავა. ამ წუთებში სახანძრო ბრიგადები ადგილზე მუშაობენ და განახლებულ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მოგაწვდით",- ნათქვამია განცხადებაში.

























