ქუთაისში, მდინარეში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ქუთაისში, მდინარეში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. სამდღიანი ძებნის შემდეგ დაკარგული მამაკაცის ცხედარი მდინარე რიონში ნახეს. სამძებრო სამუშაოებში მაშველებთან ერთად მყვინთავებიც იყვნენ ჩართული. ცხედარი ცოტა ხნის წინ, მდინარის გადაკეტვის შემდეგ ნახეს.

37 წლის მამაკაცი სამი დღის წინ გაუჩინარდა. მისი პირადი ნივთები მდინარის პირას იპოვეს.