ზუგდიდში ტრაილერის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა

ზუგდიდში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსი ტრაილერის მძღოლს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, კონტაქტები მოკვლეულია და ორი პირი გადაყვანილია საკარანტინო სივრცეში.
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ გამოკვლეულია 292 ნიმუში, მათგან ერთი შემთხვევის გარდა, ყველა პასუხი უარყოფითია.

























