რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ქვეითი დაშავდა, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს

რუსთავში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ქვეითი დაშავდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, გარეჯისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი მსუბუქი ავტომანქანა, გზის პირზე მდგარ ორ ქალს დაეჯახა, რომლებიც ქუჩის გადაკვეთას ცდილობდნენ. შეჯახების დროს, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ტროტუარზე გადავიდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა. დაშავებულები ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

























