არსებული ინფორმაციით, ფოთში 2 ივლისს მომხდარ მკლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

ფოთში, სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული 2 ივლისს მომხდარ მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. იგი ცოტა ხნის წინ ქალაქის პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს და სამრთალდამცველები კითხავენ.
დაკავებულის ახლობლების განცხადებით, მათთვის გაურკვეველია, რატომ მოხდა გ. რ.-ს დაკავება. ისინი 2 ივლისს მომხდარ მკვლელობასთან კავშირს გამორიცხავენ.
შსს-ს ჯერ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ფოთში 45 წლამდე მამაკაცი მოკლეს . სამართალდამცველებმა გუშინ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 3 პირი დააკავეს. მათ განზრახ მკვლელობისა და თავისუფლების აღკვეთის ბრალდებით 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

























