ახლობლების ინფორმაციით, 60 წლის ქალი, რომელსაც ოკუპირებულ აფხაზეთში ეძებდნენ, განმუხურის საკარანტინო სივრცეში იმყოფება

60 წლის ქალი, რომელსაც ახლობლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, გალის რაიონში ეძებდნენ, განმუხურში საკარანტინო სივრცეში იმყოფება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მისმა ახლობელმა მაია ქარჩავამ განუცხადა.
"ჩემი მეუღლე იმყოფებოდა პოლიციაში. იქ უთქვამთ, რომ საკარანტინო სივრცეში გადავიყვანეთო. საზღვარი 30 ივნისს გადმოუკვეთავს", - აცხადებს ქარჩავა.

























