ფოთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ სამ პირს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ

ფოთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ სამ პირს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ

ფოთში, მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალს სავარაუდოდ, დღეს საღამოს წარუდგენენ.

ადვოკატი აცხადებს, რომ საქმის მასალებს არ გაცნობია და დეტალები მისთვის უცნობია. ამასთან, ადვოკატის თქმით, მისთვის არ არის ცნობილი, ბრალდებულები ცნობენ თუ არა თავს დამნაშვედ.

ადვოკატი ვანო აფრიდონიძე წისასწარი დაკავების იზოლატორში ბრალდებულებთან გასაუბრების მიზნით ცოტა ხანის წინ შევიდა.

შეგახსენებთ, რომ 2 ივლის ფოთში 45 წლამდე მამაკაცი მოკლეს. სამართალდამცველებმა გუშინ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 3 პირი დააკავეს. მათ განზრახ მკვლელობისა და თავისუფლების აღკვეთის ბრალდებით 7 დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.