სოფელ ნამახვანში მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს

სოფელ ნამახვანში ადგილობრივები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. მოსახლეობის ინფორმაციით, ადგილზე გიგანტური, 100 მეტრზე მეტი სიმაღლის ჰესის მშენებლობა იგეგმება.
ისინი საფრთხეებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ჰესის აშენების შემთხვევაში, მიმდებარე ტერიტორიას, სადაც ადგილობრივების კარ-მიდამოა განთავსებული, დატბორვის საფრთხე ემუქრება.
მათი თქმით, გასათვალისწინებელია სეისმური საფრთხეები, რის შედეგად, ჰესის დაზიანების შემთხვევაში, ის საფრთხეს არა მხოლოდ იმერეთის, არამედ რაჭა-ლეჩხუმისა, გურიის და სამეგრელოს მუნიციპალიტეტებისთვისაც შეიცავს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ჰესის აშენების საშუალებას ხელისუფლებას არ მისცემენ.
„მკვლევარებმა დასვეს ეს საკითხი, რომ "ნამახვანჰესის" აშენების შემთხვევაში 34 მეტრიანი ტალღა დაარტყამს ქუთაისს. აქ ჰესის გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება,“- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

























