გორში მცხოვრებ მწერალს, მარინა ჯალიაშვილს ილია ჭავჭავაძის პრემია მიენიჭა

გორში მცხოვრებ მწერალს, მარინა ჯალიაშვილს ილია ჭავჭავაძის პრემია მიენიჭა

გორში მცხოვრებ მწერალს, მარინა ჯალიაშვილს ილია ჭავჭავაძის პრემია მიენიჭა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს, დიპლომი, რომელიც საქართველოს მწერალთა შემოქმედებითმა კავშირმა გორის მერიაში წარმოადგინა, გორის მერმა მარინა ჯალიაშვილს საზეიმო ვითარებაში გადასცა.

„კონსტანტინე თავზარაშვილმა მას მიულოცა წარმატება და უსურვა ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობა.

აღნიშნული პრემია მას ქართულ მწერლობაში შეტანილი წვლილისთვისა და წიგნისთვის „ქართული მართლმადიდებლური სამყარო“ მიენიჭა.

მარინა ჯალიაშვილს წელს შემოქმედებითი მოღვაწეობის 25 წელი შეუსრულდა. ის 12 წიგნის ავტორია, მათ შორის მისი ერთი რომანი თარგმნილია ინგლისურ ენაზე. ამჟამად მუშაობს წიგნზე „შიდა ქართლის ეკლესია-მონასტრები". არის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. მას მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდოები და წლების მანძილზე ეწევა საგამომცემლო საქმიანობას. იგი გახლავთ ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს მწერალთა სახლის ხელმძღვანელი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.