ქუთაისში აბიტურიენტებმა და სტუდენტური ომბუდსმენის წარმომადგენლებმა აქცია განართეს

ქუთაისში აბიტურიენტებმა და სტუდენტური ომბუდსმენის წარმომადგენლებმა აქცია განართეს

"გვასუნთქეთ"- ამ მოწოდებით ქუთაისში აბიტურიენტები, სტუდენტური ომბუდსმენის წარმომადგენლები და პედაგოგები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ.

ახალგაზრდები არსებულ რეგულაციებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ გამოცდებზე პირბადეებით ყოფნა მათ გარკვეულ პრობლემას შეუქმნის.

ისინი მოითხოვენ, გაუქმდეს რეგულაცია და პირბადის გამოყენება ნებაყოფლობით გახდეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი აპირებენ, ერთობლივი განცხადებით განათლების სამინისტროს მიმართონ, რათა გამოცდების დაწყებამდე, გადაწყვეტილება შეიცვალოს.