ქუთაისის საბავშვო ბაგა-ბაღებში საკვები პროდუქტების გაცემის მეოთხე ეტაპი დაიწყო

ქუთაისის საბავშვო ბაგა-ბაღებში საკვები პროდუქტების გაცემის მეოთხე ეტაპი დაიწყო. როგორც „ინტერპრესნუსს“ ქუთაისის მერიიდან აცნობეს, საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მშობლებმა სპეციალური ამანათების გატანა უკვე დაიწყეს.
ამანათში სულ 9 დასახელების პროდუქტია. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე და ა(ა)იპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი #4-ე და #37 ბაღებში პროდუქტების გაცემის პროცესს დაესწრნენ.
„ჩვენ უკვე მეოთხედ ვატარებთ მსგავსი ტიპის აქტივობას. პანდემიის დროს, ამ ფორმით ვეცადეთ ჩვენი საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა ოჯახებს გარკვეულწილად დავხმარებოდით,"- განაცხადა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა. სასურსათო ამანათს ქუთაისის ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული 8400 ბავშვის ოჯახი მიიღებს.

























