ანონსი 26 ივნისი

ანონსი 26 ივნისი

26 ივნისს, 10:30 საათზე, საია და EMC ერთობლივ პრეკონფერენციას გამართავენ.

თემა: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ადამიანის უფლებათა საბჭოში გაგზავნილი ორი ანგარიში, რომელიც შეეხება მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავი სისტემის ინსტიტუციურ პრობლემებსა და სისხლის სამართლის სფეროში არსებულ გამოწვევებს.

მის: თბილისი, კახიძის #15

საკონტაქტო: ანასტასია რაიკი - 595 12 49 99

„26 ივნისს, 10:30 საათზე, სასტუმრო „სტამბაში“ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: „საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასება 2020“

მის: „სტამბას“ D-ბლოკი, კოსტავას #14

26 ივნისს, 11:00 საათზე, პარლამენტში სხდომათა დარბაზთან გიორგი კანდელაკის ბრიფინგი გაიმართება.

თემა - საერთაშორისო ფრენების აღდგენა.

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 5 99 43 43 08

26 ივნისს, 11:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრი „ემპათია“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ჯანდაცვის სამინისტროს ახალი საბჭოური ინიციატივა.

მის: კანდელაკის ქ.23

26 ივნისს, 12:00 საათზე, ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია ბრიფინგს გამართავს.

თემა: ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული პოლიტიკური დევნა და საქმიანობის უკანონოდ შეწყვეტა.

მის : ფალიაშვილის #13.

საკონტაქტო: თამთა შამათავა - 577 111 000

26 ივნისს, 12:00 საათზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ხატია დეკანოიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

მის: ჭიაურელის 13 (ფიქრის გორა)

26 ივნისს, 12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

26 მაისს, 12:00 საათზე, "გამარჯვებული საქართველოს" ერთ ერთი ლიდერი მიხეილ კაჭკაჭიშვილი, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, მცხეთის პოლიციაში გამოკითხვაზეა დაბარებული.

26 ივნისს, 14.00 საათზე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე ბრიფინგს გამართავს.

მის: ორთაჭალა, გულუას ქ # 10

26 ივნისს, 14:00 საათზე, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, სოფელ სურების მოსახლეობა, ეკოლოგისა და „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის ლაშა ჩხარტიშვილის მხარდაჭერით ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ, ასევე დაპირებული გზის მშენებლობისა და მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მოთხოვნით საპროტესტო აქციას გამართავს.

საკონტაქტო: ელენე ბერიძე - 593544333

26 ივნისს, 14:00 საათზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე გამართავს ბრიფინგს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვასთან დაკავშირებით.

მის: ე. მინდელის ქ.№9

26 ივნისს, 15:00 საათზე ქუთაისში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში, გრიგოლ ვაშაძის ბრიფინგი გაიმართება.

26 ივნისს, 17:00 საათზე, "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: პრემიერ მინისტრის წლიური მოხსენება.

მის: სადგურის მოედანი #2 (თბილისი ცენტრალი)

საკონტაქტო: 577624445

26 ივნისს, 19:00 საათზე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისი“ გამართავს ონლაინ დისკუსიას თემაზე: “პოსტ-პანდემიური ევროპა და საქართველოს ევროპული პერსპექტივა”. ონლაინ განხილვას მოდერატორობას გაუწევს „ჯეოქეისი“-ს მკვლევარი, პროფესორი ხათუნა ბურკაძე.

ონლაინ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია „ჯეოქეისი“-ს „ფეისბუქ“ გვერდის საშუალებით: https://www.facebook.com/GeocaseGeo/