საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ და შემდეგ გათავისუფლებულ მამაკაცს კორონავირუსზე გამოკვლევა ჩაუტარდება

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ და შემდეგ გათავისუფლებულ მამაკაცს კორონავირუსზე გამოკვლევა ჩაუტარდება

სოფელ ახალუბნის განაპირას საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული მამაკაცი გორში, კლინიკა „გორმედში“ იმყოფება, სადაც მას გამოკვლევები ჩაუტარდება.

კლინიკის ინფექციური განყოფილების მორიგე ექიმის თამილა გოგიაშვილის ინფორმაცით, პაციენტს უტარდება შესაბამისი კვლევები, მათ შორის გამოკვლევა ჩაუტარდება კორონავირუსზე, რის შემდეგაც სამედიცინო დაწესებულებას დატოვებს.

ცნობისთვის, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გამყოფი ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ახალუბნის განაპირას საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მწყემსი ჯუმბერ ფსიტიძე დააკავეს. ფსიტიძე ამჟამად გათავისუფლებულია.