ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთში კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთში კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა. როგორც „ინტერპრესნიუსს" ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, კორონავირუსი ქალს დაუდასტურდა, ხოლო მის მცირეწლოვან შვილს, რომელსაც ტემპერატურა აღენიშნებოდა და ამის გამო კლინიკაში მიიყვანეს, პირველადი ტესტით ვირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა განმეორებითი ტესტი ჩაუტარდება.
ამ დროისთვის ეპიდემიოლოგები მუშაობენ როგორც კლინიკაში, ასევე მიმდინარეობს დედა-შვილის ახლო კონტაქტების სავანეთში მოძიება. სამი პირის ბიოლოგიური მასალა უკვე გადაიგზავნა ლუგარში.

























