აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა, რომელზეც აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს 2019 წლის ანგარიშს ისმენენ,  "მე მიყვარს ბათუმის" წევრებმა დატოვეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა, რომელზეც აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს 2019 წლის ანგარიშს ისმენენ,  "მე მიყვარს ბათუმის" წევრებმა დატოვეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა, სადაც აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს 2019 წლის ანგარიშს ისმენენ, საზოგადოება "მე მიყვარს ბათუმის" წევრებმა ხმაურით დატოვეს.

როგორც ორგანიზაციის წევრი შოთა ცაავა აცხადებს, მან საჯარო ინფორმაცია აჭარის ტელევიზიის ადმინისტრაციისგან გამოითხოვეს, თუმცა ადმინისტრაციამ არ მიაწოდა.

შოთა ცაავას განცხადებით, საზოგადოება "მე მიყვარს ბათუმის" წევრები აჭარის ტელევიზიის თანამშრომელთა რაოდენობით, მათი ანაზღაურებით არიან დაინტერესებული. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ აჭარის ტელევიზიაში ხელფასს იღებენ პირები, რომლებიც რეალურად არ მუშაობენ.

"სულხან საბა ორბელიანის ბედი გავიზიარეთ, მოვედი, ველოდებოდით, მეთხუთმეტე კაცად ძლივს შემოგვიშვეს, თუმცა კითხვის დასმის საშუალებას არ გვაძლევენ. ჩვენ გამოვითხოვეთ, საჯარო ინფორმაცია, იმ ტელევიზიიდან რომელსაც საკუთარი ჯიბიდან ვაფინანსებთ, თუმცა ადმინისტრაციამ ინფორმაცია დამალა და არ მოგვაწოდა", - განაცხადა შოთა ცაავამ.

ასევე განცხადება გააკეთა სხდომათა დარბაზში მყოფმა საზოგადოება "მე მიყვარს ბათუმის" წევრმა ალექსანდრე მილორავამ.

"მაქვს კონკრეტული შეკითხვები ბორდის თავმჯდომარესთან, ასევე დეპუტატებთან. ბორდი აუცილებლად უნდა იქნეს დათხოვნილი. ვიწვევ "ქართული ოცნების" დეპუტატებს პირდაპირ ეთერში, რომ რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს უმაღლესმა საბჭომ. ბორდის თავმჯდომარე ხშირად აცხადებს, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი მნიშვნელოვანი არაა და უნდა გაუქმდეს. აქედან გამომდინარე მაინტერესებს ბორდის თავმჯდომარე გიგო ჩხარტიშვილი, რატომ არ ტოვებს თანამდებობას. ბორდის იმპიჩმენტის საკითხი უნდა დაიწყოს",- განაცხადა ალექსანდრე მილორავამ.