ბათუმში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ბათუმში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ბათუმში, „ჭაობის“ ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები 19 მისამართზეა გათვალისწინებულია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია ლუკა ასათიანის ქუჩისა და ლადო ასათიანის ჩიხის კეთილმოწყობა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება ვაჟა-ფშაველას ქუჩის ბოლო მონაკვეთზე, თევრათ გორგილაძის, ლევან გელაძის, ნანა გვარიშვილისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩებზე, ასევე სელიმ ხიმშიაშვილის #109-113-ის მონაკვეთში, მელიქიშვილისი ჩიხსა და მეორე შესახვევში.

"ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, მინდა განვმარტო, აბსოლუტურად მესმის მოსახლეობის განწყობა. მოგეხსენებათ პანდემიამ გავლენა იქონია სამუშაოების წარმოებაზე, რამაც ორთვიანი შეჩერება გამოიწვია. ყველაფრის გათვალისწინებით, ვცდილობთ უმოკლეს ვადებში სწრაფი ტემპებით განვახორციელოთ სამუშაოები. შექმნილი დისკომფორტისათვის ბოდიშს ვუხდით მოსახლეობას, მაგრამ მერწმუნეთ, ქალაქისათვის ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ხორციელდება" ,- განაცხადა ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძე.

მერიის ცნობით, აღნიშნულ ქუჩებზე უკვე დასრულებულია წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია და მიმდინარეობს აბონენტებისა და ეზოების სანიაღვრეების დაერთების სამუშაოები.

პროექტის ღირებულება 7 მილიონ ლარს აღემატება.