ტყიბულის მერიასთან მეშახტეები საპროტესტო აქციას მართავენ

ტყიბულში მუნიციპალიტეტის მერიასთან მინდელის და ძიძიგურის სახელობის შახტების მეშახტეები საპროტესტო აქციას მართავენ. მეშახტეების მოთხოვნა შახტში უსაფრთხოების ნორმების დაცვა და ხელფასების მომატება.
როგორც მეშახტეებმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ისინი მოითხოვენ პრემიერის დანაპირების შესრულებას - დასაქმებულებისთვის ხელფასიდან დაქვითული 20 პროცენტი საშემოსავლო გადასახადის უკან დაბრუნებას.

























