ზუგდიდში 12 წლის მოზარდი დაიხრჩო

ზუგდიდში 12 წლის მოზარდი დაიხრჩო

ზუგდიდში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში 12 წლის მოზარდი ტბორში დაიხრჩო. შემთხვევა დღეს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი თანატოლებთან ერთად საბანაოდ იმყოფებოდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.