ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულების რეზო წულუკიძის და ელდარ ანთაძის ახლობლები აჭარის მთავრობის სახლთან აქციას მართავენ

ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულების რეზო წულუკიძის და ელდარ ანთაძის ახლობლები აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი თავდაპირველად აჭარის პოლიციის სამმართველოსთან შეიკრიბნენ და აჭარის მთავრობის სახლამდე შეძახილებით მსვლელობა მოაწყვეს. აქციის მონაწილეების თქმით, ბრალდებულები უკანონოდ არიან დაკავებული და მათი გათავისუფლება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.
"აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის მამა დავით რიჟვაძე ბრალდებულებს სთხოვდა, რომ წინასაარჩევნოდ "ქართული ოცნების" სასარგებლოდ ემუშავა, თუმცა ბრალდებულებმა უარი განუცხადეს, რის გამოც მათზე პოლიტიკური ანგარიშსწორება განხორციელდა",- აცხადებს რეზო წულუკიძის ძმა ფირუზ წულუკიძე.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ .
რეზო წულუკიძე და ელდარ ანთაძე 7 მაისს ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.

























