კორონავირუსით ინფიცირებულ ახალ პაციენტებს შორის, რუსთავის “ცხელების ცენტრში” მოთავსებული 82 წლის მამაკაცია

კორონავირუსით ინფიცირებულ ახალ პაციენტებს შორის, რუსთავის “ცხელების ცენტრში” მოთავსებული 82 წლის მამაკაცია.
როგორც ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განაცხადა, მამაკაცი საქართველოში სომხეთიდან შემოვიდა, ის საქართველოს მოქალაქეა და ახალქალაქში ცხოვრობს.
,,მამაკაცი, ჩვენს ცხელების ცენტრში საკარანტინე სივრციდან შემოვიდა. ოჯახის წევრების განცხადებით, მას, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები სომხეთშივე ქონდა, თუმცა იქ კვლევა არ ჩატარებია. საზღვის კვეთისას 82 წლის მამაკაცი საკარანტინე სივრცეში იქნა გადაყვანილი, იქიდან კი ვინაიდან ტემპერატურა ჰქონდა, ჩვენთან გადმოიყვანეს, გუშინ ჩაუტარდა კვლევა და ვირუსი დაუდგინდა“, - განაცხადა პაპუნა ბახტაძემ.
რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, ამ დროისთვის „ცხელების ცენტრში“ 8 პაციენტია, ლუგარის ლაბორატორიაში დღეს 6 პირის საკვლევი მასალა გადააგზავნეს.

























