დაბა აბასთუმანთან, ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაზე 5 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 50-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს

დაბა აბასთუმანთან, ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაზე 5 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 50-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაბა აბასთუმანთან, ობსერვატორიის მიმდებარედ ტყეში ხანძრის ჩაქრობაზე 5 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 50-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.