ანონსი 15 ივნისი

15 ივნისს, 10:00 საათზე, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა,საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან გაიმართება.
საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)
15 ივნისს, 10:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
15 ივნისს, 10:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას სასამართლო პროცესი გაიმართება.
15 ივნისს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის ვახტანგ ლომჯარიას პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: ცოფის ვირუსის შემთხვევა თბილისში - პროფილაქტიკური ღონისძიებები. რა მდგომარეობაა მიმდინარე სეზონზე დედაქალაქში ქვეწარმავლების გავრცელების მხრივ- არის თუ არა განგაშის საფუძველი. რა ღონისძიებებს ახორციელებს სააგენტო ქვეწარმავლებისაგან მოსახლეობის დაცვის მიზნით. რეკომენდაციები - რა უნდა იცოდეს მოქალაქემ, თუ გველს დაინახავს, ან ქვეწარმავალი უკბენს.
მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
15 ივნისს, 11:00 საათზე „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა და „ბევრილი ჯგუფის“ იურისტი ლევან გვრიტიშვილი განცხადებას გააკეთებენ.
თემა: ინფორმაცია ხორბლის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის ტენდერებში საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაციის წევრი კომპანიების მონაწილეობის და შედეგების შესახებ.
მის: ი. მოსაშვილის 24, მე-5 სართ.
15 მაისს, 12:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)
15 ივნისს, 12:00 საათზე, "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.
მის: ავალიშვილის 8
15 ივნისს, 14:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე - გიორგი ლილუაშვილი ბრიფინგს გამართავს.
თემა - პოლიციამ სამეგრელოში გამოძალვისა და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
მისამართი: თბილისი, ორთაჭალა, გულუას ქ # 10
15 ივნისს, 14 :00 საათზე, პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე ეკა ბესელია ბრიფინგს გამართავს.
თემა: ამნისტიის პროექტის ინიცირება.
ბრიფინგის ადგილი - პარლამენტის სასახლე, ბიუროს ოთახის წინ.
15 მაისს 14:00 საათზე, საპარლამენტო ფრაქციების „ევროპული საქართველოს“, „ევროპული საქართველო მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ევროპული საქართველო-რეგიონების“ სხდომა,„საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
15 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართებადავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი
(B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)
15 მაისს, 16:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)
15 მაისს, 20:00 საათზე "მთავარი" არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ტელეკომპანიის ოფისში ბრიფინგს გამართავს.

























