რუსთავში მცხოვრებ კორონავირუსით ინფიცირებულ ექთანთან კონტაქტში მყოფ 9 პირს ვირუსი არ დაუდასტურდა

რუსთავში მცხოვრებ კორონავირუსით ინფიცირებულ ექთანთან ახლო კონტაქტში მყოფ 9 პირს ვირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან აცნობეს. როგორც ცნობილია, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანს, რომელიც რუსთავში ცხოვრობს, „კოვიდ 19" გუშინ დაუდასტურდა.
რუსთავში კორონავირუსით ინფიცირების სულ 10 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 9 გამოჯანმრთელებულია.

























