რუსთავში მცხოვრებ კორონავირუსით ინფიცირებულ ექთანთან კონტაქტში მყოფ 9 პირს "კოვიდ 19"-ზე კვლევა უტარდება

რუსთავში მცხოვრებ კორონავირუსით ინფიცირებულ ექთანთან კონტაქტში მყოფ 9 პირს "კოვიდ 19"-ზე კვლევა უტარდება

რუსთავში, ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი 9 საკვლევი მასალის პასუხს ელოდებიან. როგორც „ინტერპრესნიუსს" რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, ცხრავე საკვლევი მასალა თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს იმ მედდის ახლო კონტაქტებია, რომელსაც „კოვიდ 19" ლაბორატორიული კვლევის შედეგად დაუდასტურდა.

რუსთავში კორონავირუსით ინფიცირების სულ 10 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 9 გამოჯანმრთელებულია, მეათე შემთხვევა კი რესპუბლიკური საავადმყოფოს მედდას გუშინ დაუდგინდა, რომლის ყველა კონტაქტი მოძიებულია.