დევნილთა სააგენტოს დირექტორი ვანსა და სამტრედიაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა

დევნილთა სააგენტოს დირექტორი ვანსა და სამტრედიაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა ვანისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შეხვედრები გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, სააგენტოს დირექტორი იძულებით გადაადგილებული ოჯახების პრობლემებს პირადად გაეცნო და მათი საცხოვრებელი პირობები დაათვალიერა.

უწყების ინფორმაციით, ბესარიონ სიმონიშვილმა შეხვედრის მონაწილე დევნილებს სააგენტოში არსებული პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მათ შეკითხვებს უპასუხა. დევნილთა სააგენტოს წარმომადგენლებმა იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიმართულებით არსებული პროექტებიც გააცნეს.