ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ ცხინვალში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ე.წ. რესპუბლიკის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა მარინა კოჩიევამ განაცხადა.

მისივე თქმით, ორი მათგანი სამხედრო აკადემიის კურსანტია, ერთი - სამხედრო მოსამსახურეა, მეოთხე კი - სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში სულ კორონავირუსის 72 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 36 პაციენტი უკვე გამოჯანრთელდა და საავადმყოფოებიდან გაწერეს.