თორნიკე რიჟვაძე „ნაცმოძრაობაზე“ - პოლიტიკური შოუ დადგეს, მაქსიმალურად შეეცადნენ, რომ სხდომა დესტრუქციაში გადაეყვანათ

თორნიკე რიჟვაძე „ნაცმოძრაობაზე“ - პოლიტიკური შოუ დადგეს, მაქსიმალურად შეეცადნენ, რომ სხდომა დესტრუქციაში გადაეყვანათ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები შეეცადნენ, რომ სხდომა დესტრუქციაში გადაეყვანათ.

როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, ანგარიშის დროს ყველა აქტუალურ საკითხს შეეხო.

"როგორც იცით, უკვე მეორეჯერ მთავრობის საქმიანობის ანგარიშით წარვსდექით. ვფიქრობ, რომ ეს ეხებოდა ყველა მიმდინარე აქტუალურ საკითხრებს, „კოვიდ 19“ ინფექციასთან ბრძოლას. ამავე დროს მინდა ვთქვა, დასაწყისშივე თქვენ ნახეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პირდაპირ გადავიდა კონსტიტუციური ვალდებულების საბოტაჟზე - მათ გარკვეული მასკარადიც ვერ მოაწყვეს, პოლიტიკური შოუ დადგეს, შემდეგ უკვე მაქსიმალურად შეეცადნენ, რომ სხდომა დესტრუქციაში გადაეყვანათ, თუმცა, ჩვენ, ჩვენს ვალდებულებას შევასრულებთ და ხალხი, აჭარის მოსახლეობა მათ საქციელს უპასუხებს ",- განაცხადა რიჟვაძემ.