აჭარის მთავრობა რეგიონში მიმდინარე პროქტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აჭარის მთავრობა რეგიონში მიმდინარე პროქტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აჭარის მთავრობა რეგიონში მიმდინარე პროქტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტის მეორე ეტაპი სრულდება, პროექტის ფარგლებში, წელს პირველად, კურორტზე ბუნებრივი გაზი აინთო. პროექტის მეორე ეტაპი შუახევიდან-გოდერძიმდე 56 კმ გაზსადენის მილების მოწყობას ითვალისწინებს და ჯამში 15 200 აბონენტის გაზიფიცირება მოხდება. პროექტის პირველ ეტაპზე სალიბაურიდან-ხიჭაურამდე 63 კმ მონაკვეთზე გაზსადენის მილების მონტაჟი განხორციელდა, რაც 11 900 აბონენტის გაზიფიცირებას მოიცავს.

მათივე ინფორმაციით, მაღალმთიანი აჭარის რეგიონში დასრულდა „გოდერძის“ მიმდებარე ტერიტორიების განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკურ დოკუმენტზე მუშაობა, განხორციელდა „მწვანე ტბის“ რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპი და ამჟამად კურორტ „ბეშუმის“ განვითარება მიმდინარეობს.

ამასთან, აჭარაში წყლის სისტემის განვითარების პროექტი ხორციელდება. პროექტით აჭარაში მცხოვრები 215 000 აბონენტი ისარგებლებს. მისი ბიუჯეტი 60 მილიონი ევროა და აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე სისტემის დანერგვას ითვალისწინებს.

„აჭარაში მყარი ნარჩენების მართვის ობიექტის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის ბიუჯეტი 7 მილიონი ევროა და წლის ბოლოსთვის დასრულდება. აქტიურად მიმდინარეობს ბათუმის საფეხბურთო სტადიონის, ბათუმის სპორტული კომპლექსის მშენებლობა და ჩაქვში ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის პროექტის განხორციელება დაიწყო,“ - ნათქვმია ინფორმაციაში.