სპეციალიზებული ტექნიკა სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში ფართობებს თერმული ნისლის ტექნოლოგიით ამუშავებს

სპეციალიზებული ტექნიკა სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში ფართობებს თერმული ნისლის ტექნოლოგიით ამუშავებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს 11 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, ფართობებს თერმული ნისლის ტექნოლოგიით ამუშავებს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს. მათივე ცნობით, სულ 10 ათასი ჰექტარის დამუშავებაა დაგეგმილი. ღონისძიებები უსაფრთხოების წესების დაცვით, საღამოს საათებში მიმდინარეობს და ადგილობრივი თვითმმართველობები მოსახლეობას წინასწარ აფრთხილებენ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ აფენში ღონისძიებების მიმდინარეობას კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურის უფროსთან კობა ჩიკვაიძესთან ერთად გაეცნო. „აღსანიშნავია, რომ ტრანსმისიური დაავადებების გადამტან მწერებთან ბრძოლის ღონისძიებები, რეგიონის 5 მუნიციპალიტეტში, სადაც ზაფხულის პერიოდში დიდი რაოდენობა შეინიშნება, უმნიშვნელოვანესია. შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ღონისძიებები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.