ჩაისუბნის სათავე ნაგებობაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ჩაისუბნის სათავე ნაგებობაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ჩაისუბნის სათავე ნაგებობაზე ფილტრების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ, „ინტერპრესნიუსს“ „ბათუმის წყლიდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოებს „ბათუმის წყლის“ გენერალური დირექტორი, მარიკა გვიანიძე ადგილზე გაეცნო.

„ჩაისუბნის სათავე ნაგებობა მდინარეებზე - ყოროლისწყალსა და ლეჩაზეა აგებული. მდინარეებზე მოპოვებული წყალი შემოწმების რამდენიმე ეტაპს გადის, წყალი მრავალჯერადად იქლორება, იფილტრება და სალიბაურისა და ინჯალოს რეზერვუარებში თვითდინებით გადადის, სადაც წყლის ხარისხი წყალგაყვანილობის ქსელში გაშვებამდე ხელახლა მოწმდება“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ბათუმის წყალი“ ავრცელებს.