ბოლნისის მუნიციპალიტეტში 30 მაისის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხევა არ დაფიქსირებულა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხევა 30 მაისის შემდეგ არ დაფიქსირებულა.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ ორი საკვლევი მასალა გადაიგზავნა და კორონავირუსი არ დადასტურდა.
ორ სოფელში - მუშევანსა და გეტაში, სადაც ყველაზე მეტი ინფიცირების ფაქტებია დაფიქსირებული, კვლავ კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. ბოლნისის მუნიციპალიტეტში, დღემდე კორონავირუსით 185 პირი დაინფიცირდა, მათგან 103 უკვე გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.

























