ონის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ონის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ონის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს, მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სოფელ პიპილეთის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 210 000 ლარს შეადგენს.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა სველი წერტილები, კოსმეტიკური სამუშაოები ჩატარდება შიდა ინტერიერზე, მოწესრიგდება და შემოიღობება სკოლის ეზო.

სულ, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში 33 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

2 ახალი სკოლა აშენდება ცაგერისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.