ფოთში ლაბორატორიული კვლევის შედეგად ორ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ფოთში ლაბორატორიული კვლევის შედეგად ორ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ფოთის ჰოსპიტალში ცხელებით მოთავსებულ ორ პაციენტს ლაბორატორიული კვლევის შედეგად კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.

ჰოსპიტალის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის ინფორმაციით, პაციენტების ნიმუშები ლაბორატორიაში გუშინ გაიგზავნა.

,,ჩვენს კლინიკაში იმყოფებოდა ორი პაციენტი – 62 წლისა და 47 წლის მამაკაცები ფოთიდან. ორივე მათგანს ჩაუტარდა ტესტირება. ისინი ბოქსირებულ პალატებში იყვნენ მოთავსებული. მათი ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის. საბედნიეროდ, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 11-ით გაიზარდა. შესაბამისად, საქართველოში კოვიდინფიცირების სულ 809 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 674 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კრონავირუსით საერთო ჯამში 13 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.