ე.წ. კანონიერი ქურდის "ლავასოღლის" ოჯახის წევრების ინფორმაციით, 8 ივნისს ირაკლი შოთაძეს შეხვდებიან

ე.წ. კანონიერი ქურდის მინდია გორაძის, იგივე "ლავასოღლის" ოჯახის წევრების ინფორმაციით, მათ ორშაბათს, 8 ივნისს, 13:00 საათზე საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე შეხვდება და პროტესტის მიზეზს გაეცნობა.
"ლავასოღლის" ოჯახის წევრების განცხადებით, ისინი აქციის შეწყვეტას არ აპირებენ და გააგრძელებენ იქამდე, ვიდრე კონკრეტულ პასუხს შესაბამისი უწყებებიდან არ მიიღებენ.
მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ მინდია გორაძის თურქეთიდან საექსტრადიციო პატიმრობიდან გათავისუფლდეს ან მისი ექსტრადირება მოხდეს. მათი განცხადებით, მინდია გორაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
ცნობისთვის, უკვე მეოთხე დღეა ბათუმის იუსტიციის სახლთან მინდია გორაძის ახლობლები შიმშილობენ. დღეს მორიგი საპროტესტო აქციის გამართვისას, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით ცხრა პირი დააკავეს. ცნობისთვის, მინდია გორაძე თურქეთში პატიმრობაში იმყოფება.

























