ფოთში შემოსავლების სამსახურში დასაქმებულ პირებთან კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხები უარყოფითია

ფოთში, შემოსავლების სამსახურში დასაქმებულ პირებს კორონავირუსზე კვლევა ჩაუტარდათ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, კვლევის შედეგები უარყოფითია. მათივე ცნობით, ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 7 მოქალაქე რჩება და მათ შორის ხუთი თბილისში დაინფიცირებული მძღოლის კონტაქტია.
„დასრულდა შემოსავლების სამსახურში დასაქმებული პირების ტესტირება, საბედნიეროდ, ყველა შედეგი უარყოფითია. თვითიზოლაციაში გვყავს ტრაილერის ორი მძღოლი, რომლებსაც თვითიზოლაციის ვადის ამოწურვისთანავე ჩაუტარდებათ გამოკვლევა და დიდი ალბათობით მოეხსნებათ ეს რეჟიმი. ასევე, კოვიდით დაინფიცირებულ მძღოლთან, კონტაქტში მყოფი 5 პირი, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებიან. მათ პირველადი გამოკვლევით ვირუსი არ დაუდგინდათ. ორშაბათს იგეგმება გამეორებითი კვლევა და შედეგის მიხედვით ვიმოქმედებთ.
მოგეხსენებათ, ცხელების კლინიკა არ არსებობს საქართველოს მასშტაბით. ფოთის კლინიკა დაუბრუნდა ჩვეულ რეჟიმს, თუმცა ხდება იდენტიფიცირება პაციენტების. დღეს ორი პაციენტის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა ლაბორატორიაში და პასუხი სავარაუდოდ, ხვალ იქნება ცნობილი", - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.

























