ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - აფხაზეთიდან საქართველოში იარაღის უკანონო გადატანის მცდელობისთვის მამაკაცი დავაკავეთ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - აფხაზეთიდან საქართველოში იარაღის უკანონო გადატანის მცდელობისთვის მამაკაცი დავაკავეთ

აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ მათ ე.წ. საზღვარზე „აფხაზეთიდან საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ გადატანის ფაქტი აღკვეთეს.

მათივე ინფორმაციით, „აფხაზეთში რუსეთის ფსბ-ს სასაზღვრო სამმართველოსთან“ თანამშრომლობის შედეგად, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე 1996 წელს დაბადებული ე.წ. აფხაზეთის მოქალაქე ზურაბ ზარქუა მდინარე ენგურის დე ფაქტო საზღვარზე დააკავეს მას შემდეგ, რაც მას ხელბარგის ჩხრეკისას დაუდგენელი ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი აღმოუჩინეს.

ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაკავებულს ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება და „სახელმწიფო საზღვარზე გადატანის მცდელობა".