ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გამსახურდიას ქუჩის მე-2 ჩიხში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გამსახურდიას ქუჩის მე-2 ჩიხში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გამსახურდიას ქუჩის მე-2 ჩიხში მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიიდან აცნობეს, ზვიად გამსახურდიას ქუჩის მე-2 ჩიხში მიმდინარეობს გზის სავალ ნაწილზე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება, გაკეთდება ფეხით სავალი ნაწილი და სანიაღვრე სისტემა.

სამუშაოებს შპს „კომპანია ნიკედო“ ასრულებს. ჩიხის რეაბილიტაციისთვის 49554 ლარია გამოყოფილი და რამდენიმე დღეში დასრულდება.