ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული პაციენტების რაოდენობა ერთით გაიზარდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული პაციენტების რაოდენობა ერთით გაიზარდა. შუახნის მამაკაცი კლინიკაში წუხელ შეიყვანეს. მას მოგზაურობის ისტორია აქვს, პოლონეთიდან დაბრუნდა და კარანტინში იმყოფებოდა.
ექიმის, თემურ ნადირაძის თქმით, მამაკაცს კარანტინიდან გასვლის ვადა ეწურებოდა, გაუკეთდა საკონტროლო შემოწმება და კორონავირუსი აღმოაჩნდა.
ექიმის ინფორმაციით, პაციენტს ასევე თანმხლები დაავადებები აქვს და მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტია, ერთი პაციენტი ე.წ. ღვანკითის კლასტერიდან ორმოცდღიანი მკურნალობის შემდეგ კლინიკას დატოვებს. ორი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

























