ბორჯომის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასურსათო პაკეტის გაცემის მე-3 ეტაპი განხორციელდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასურსათო პაკეტის გაცემის მე-3 ეტაპი განხორციელდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ერთი თვის პროდუქტების მარაგი 11-ვე საბავშვო ბაღის 864 აღსაზრდელის ოჯახს გადაეცა.
მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ნობათის გაცემა სოციალური დისტანცირების წესის დაცვით და წინასწარ შედგენილი განრიგის მიხედვით მიმდინარეობდა.
„აღსანიშნავია, რომ აღსაზრდელებს ეტაპობრივად ის პროდუქტები მიეწოდებათ, რომლებიც წლის განმავლობაში მათთვისაა განკუთვნილი. ნობათის გაცემა მუნიციპალიტეტში სასწავლო პროცესის განახლებამდე გაგრძელდება. სულ ცოტა ხნის წინ პროდუქტები ა(ა)იპ ბაკურიანის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების 84-მა აღსაზრდელმაც მიიღო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























