სოფელ მარეთში ერთი ოჯახის კიდევ 2 წევრს კორონავირუსი დაუდგინდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გუშინ ამ ოჯახის 3 წევრს კორონავირუსი დაუდგინდა, დღეს კი კიდევ 2 პირი დაემატა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, გუშინ ეპიდემიოლოგებმა, სოფელ მარეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში 79 ბიოლოგიური მასალა გადააგზავნეს და ამ ეტაპზე ორი დადასტურებული შემთხვევაა. მათივე ინფორმაციით, კონტაქტების მოძიება და ეპიდკვლევა მარეთში დღესაც გრძელდება. საცხოვრებელ კორპუსში, სადაც ინფიცირებული ოჯახი ცხოვრობს, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე, დეზინფექცია ჩატარდა.
სოფელ მარეთში, ამ დროისთვის კოვიდინფიცირების 5 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.
იხილეთ ვიდეო:სოფელ მარეთში ერთი ოჯახის კიდევ 2 წევრს კორონავირუსი დაუდგინდა

























