ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდგინდა

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ მამაკაცს ლაბორატორიული კვლევის შედეგად კორონავირუსი არ დაუდგინდა. ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის ინფორმაციით, პაციენტს ცხელება და რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდა.
,,67 წლის მამაკაცი ბოქსირებულ პალატაში მკურნალობდა. მისი ბიოლოგიური მასალა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში ,,პისიარ" კვლევისთვის გუშინ გავაგზავნეთ. საბედნიეროდ, მას ,,კოვიდ 19" არ დაუდასტურდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, "- განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.
ამასთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის თანამშრომლებს კორონავირუსზე კვლევა უტარდებათ. ცენტრის დირექტორის ნანა მხეიძის ინფორმაციით, აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება.

























