"ლავასოღლის" ოჯახის წევრებმა შიმშილობა დაიწყეს

ე.წ. კანონიერი ქურდის მინდია გორაძის იგივე "ლავასოღლის" თურქეთიდან ექსტრადიციის ან გათავისუფლების მოთხოვნით, ახლობლები შიმშილობენ. ისინი ბათუმში, პროკურატურის შენობასათან არიან შეკრებილები. პროტესტის უკიდურეს ფორმას ხუთი პირი მიმართავს.
მათი განცხადებით, მინდია გორაძის საქართველოში დაბრუნების საკითხს საქართველოს მთავრობა მიზანმიმართულად თავს არიდებს.
ახლობლების ინფორმაციით, ლავასოღლი თურქულ საპატიმროში არაადამიანურ პირობებშია, მას ჯანმრთელობის მდგომარეობაც დაუმძიმდა.
ადვოკატის ინფორმაციით, მსჯავრდებულ "ლავასოღლის" თურქეთში საექსტრადიციო პატიმრობის ექვსთვიანი ვადა 28 თებერვალს ამოეწურა. მისივე თქმით, მიუხედავად ამის, ის თურქმა სამართალდამცავებმა ისევ დააკავეს, 4 ივნისს კი სასამართლო არის ჩანიშნული.
აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტის უკიდურეს ფორმას იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე სასამართლო გადაწყვეტილება არ იქნება ცნობილი.
მინდია გორაძის მიმართ სოლიდარობის აქცია დღეს ბათუმში, რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართა.
ცნობისთვის, მსჯავრდებული მინდია გორაძე თურქეთის საპატიმროში ქურდულ სამყაროს წევრებისთვის არის დაკავებული.

























