აჭარის ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით, საზოგადოება "მე მიყვარს ბათუმის" წევრი მე-4 დღეა შიმშილობს

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის გიორგი კოხრეიძის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით, საზოგადოება "მე მიყვარს ბათუმის" წევრი ალექსანდრე მილორავა მეოთხე დღეა შიმშილობს. მან პროტესტის ნიშნად, არხის შენობასთან კარავი გაშალა. როგორ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განცხადა, ახლად არჩეული დირექტორი ტელევიზიიდან ჟურნალისტებს დევინის და გადაცემები შეაჩერა. მისივე თქმით, არხის ბიუჯეტის ხარჯები გაურკვეველია.
ალექსანდრე მილორავა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამეურვეო საბჭოს მოუწოდებს, რომ გიორგი კოხრეიძეს უნდობლობა გამოუცხადონ და იმპიჩმენტის პროცედურები დაიწყონ.
თავის მხრივ, ბორდის წევრთან ნაწილი მიიჩნევს, რომ ალექსანდრე მილორავას მოთხოვნა უსაფუძვლოა.

























