სოფელ მუშევანში კოვიდინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად კოვიდინფიცირების 2 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, სოფელ მუშევანში, გუშინ აღებული 574 საკლევი მასალის მხოლოდ ნაწილის პასუხებია ამ ეტაპზე ცნობილი და კორონავირუსი მხოლოდ ორ შემთხვევაში დადასტურდა. აღებულ ნიმუშებზე კი პასუხები სრულად, დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
სოფელ მუშევანში ამ დროისთვის "კოვიდ19"-ის 58 დადასტურებული შემთხვევაა. გუშინ სოფლის მოსახლეობას გაფართოებული ტესტირება ჩაუტარდა და ჯამში 574 საკვლევი მასალა იქნა აღებული, ადგილზე ეპიდემიოლოგთა 9 ჯგუფი მუშაობდა. საკვლევი მასალების აღების პროცესს, მონიტორინგს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად უწევდა.
მუშევანში 25 აპრილიდან კარანტინის რეჟიმი მოქმედებს.

























